მსოფლიო
23/11/2020

EU-სთვის Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა 15 ევრო ეღირება

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული Pfizer-სა და გერმანული BioNTech-ის მიერ გამოშვებული ვაქცინის ღირებულება ევროკავშირისთვის 15 ევრო ($18) იქნება.

თუკი ეს ფასი სწორია, მაშინ ევროკავშირს დარეზერვებული 300 მლნ დოზის შეძენა 4.6 მილიარდი ევრო დაუჯდება.

ევროკომისიის წარმომადგენელები Reuters-ს ფასისა და კონტრაქტის პირობების დეტალებზე არაფერს ამბობენ, მიზეზად კონფიდენციალობა სახელდება.

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი იუწყება, რომ მის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია და არ აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ამის თქმის საფუძველს კომპანიას კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის სრული შედეგები აძლევს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები