მსოფლიო
10/09/2021

ევროპაში გაზის ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 700 აშშ დოლარს აღემატება.

როგორც energynews.ge წერს, შესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 700.2 აშშ დოლარს შეადგენს.

"ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის", - განაცხადა Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკომ. მისივე სიტყვებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებამდე “გაზპრომს” არ სურს ევროპული გაზსაცავების შევსება ან გაყიდვების გაზრდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები