მსოფლიო
16/09/2021

ევროპაში გაზის ფასმა ფსიქოლოგიური $900-იანი ნიშნული გადალახა და $1000-ს უახლოვდება

ევროპაში გაზის ფასმა 15 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 950 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 969 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის.

Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკოს სიტყვებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებამდე “გაზპრომს” არ სურს ევროპული გაზსაცავების შევსება ან გაყიდვების გაზრდა, რაც ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ბუნებრივი აირის ფასებზე.

 

energynews.ge

მთავარი სიახლეები