მსოფლიო
27/03/2021

ევროპის 5G ინტერნეტით უზრუნველყოფას €355 მლრდ სჭირდება

2025 წლისთვის 5G ინტერნეტის მომხმარებლებისთვის მასიურად მისაწოდებლად ევროპას €355 მლრდ სჭირდება.

ამ თანხის გაღება ევროპას იმ შემთხვევაში მოუწევს თუ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით 27-ივე ქვეყანაში 5G ინტერნეტით დაფარვას უზრუნველყოფს.

„€150 მლრდ საჭიროა ევროპაში 5G-ის სრულად გასაშვებად. დანარჩენი €150 მლრდ კი აუცილებელია ფიქსირებული ინფრასტრუქტურის გიგაბიტურ სიჩქარემდე გაუმჯობესების დასასრულებლად,“ - ნათქვამია 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მთავრობებს და რეგულატორებს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის გაზრდის მიზნით რამდენიმე მნიშვენლოვანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია საკუთრების ახალი მოდელების დანერგვა. მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნებაყოფლობით გაზიარება, რასაც შეუძლია უზრუნვეყოს უფრო სწრაფი გავრცელება, გარემოზე ზემოქმედების შემცირება და პარტნიორებს შორის მეტი ცოდნის გადაცემა.

შეთავაზებების ნაწილია წესების შემსუბუქებაც, რაც ტელეკომუნიკაციების მიმწოდებლებს სატელეკომუნიკაციო სერვისებსა და ბიზნესებთან თანამშრომლობისა და თანაინვესტირების შესაძლებლობას მისცემს.

კვლევაში ასევე მოთხოვნილია, რომ ოპერატორებს მიეცეთ საკუთარ ქსელში ტრაფიკის მონეტიზაციის საშუალებაც, რათა მათ შეძლონ დაეწიონ ისეთ კონკურენტებს, როგორებიც Google, Facebook, Microsoft და სხვა ტექნოლოგიების სფეროს გიგანტები არიან.

Businesspartner