მსოფლიო
18/03/2022

ევროპის მარეგულირებელმა რუსული ვაქცინის შესწავლა შეაჩერა

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტოს (EMA) განცხადებით, აქტივობას არ ახორციელებს კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ს შეფასების მიზნით.

EMA-ს  კლინიკური კვლევებისა და წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფერგუს სვინის განცხადებით, რუსული ვაქცინის ექსპერტიზის კუთხით რაიმე ნაბიჯების გადადგმა არც ახლო მომავალში იგეგმება.

ამ განცხადებით მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, მოახდინა თუ არა გავლენა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

მანამდე, დასახელებული ვაქცინის შემქმნელი, გამალეის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დენის ლაგუნოვმა განაცხადა, რომ EMA-მ დაამტკიცა „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევები და უკვე დაიწყო საწარმოო სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესი.

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა რუსული ვაქცინის შეფასება და მიზეზად ტექნიკური სირთულეები დაასახელა, რომლებიც სანქციებმა გამოიწვია. პირველ რიგში, ეს უკავშირდება იმას, რომ საჰაერო სივრცის დახურვის გამო რუსეთიდან ექსპერტთა ჯგუფმა ჩასვლა ვერ მოახერხა

ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ევროპის მარეგულირებლის გადაწყვეტილების გარეშე დაამტკიცა რუსული წარმოების ვაქცინა გამოყენებისთვის, უნგრეთია. შემდეგ იგივე ნაბიჯი სლოვაკეთმა გადადგა.

jandacva.ge

Businesspartner