მსოფლიო
23/06/2022

FDA აშშ-ს ბაზრიდან ელექტრონული სიგარეტი Juul-ის ამოღებას ითხოვს

FDA აშშ–ს ბაზრიდან ელექტრონული სიგარეტის ამოღებას ითხოვს

აშშ–ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ელექტრონული სიგარეტის ბაზრიდან ამოღებას ითხოვს.  

Bloomberg-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ელექტრონული სიგარეტის ამერიკულ მწარმოებელ Juul–ს, რომლის პროდუქციის ავტორიზაციაც FDA-მ უარი თქვა. თუმცა ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს, როგორც თამბაქოს დიდ გიგანტებს, ასევე სილიკონ ველის ინვესტორებს.

მარეგულირებელმა დღეს განცხადებაში თქვა, რომ კომპანიამ უნდა შეწყვიტოს პროდუქციის გაყიდვა და დისტრიბუცია და რაც ბაზარზეა უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სააღსრულებო ქმედება განხორციელდება. თინეიჯერებში მსგავსი პროდუქტების მოხმარების ზრდამ სააგენტო აიძულა ელექტრონული სიგარეტების მიმოხილვა ჩაეტარებინა.

ცნობისთვის, FDA, ანუ შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ფედერალური სააგენტოა.

 

 

Businesspartner