მსოფლიო
09/03/2022

Ferrari და Lamborghini რუსულ ბაზარზე უარს ამბობენ

რამდენიმე ე.წ ლაქშერი ბრენდი რუსული ბაზრის მომარაგებას აღარ აპირებს.

მათ შორის არიან ავტომწარმოებლები Ferrari და Lamborghini. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსული ბაზრისთვის პროდუქციის დამზადებასა და მიწოდებას აღარ აპირებენ. ამასთან, Ferrari უკრაინელების დასახმარებლად €1 მილიონს გამოყოფს. 

Lamborghini-ის მწარმოებელ კომპანიაში კი იმედოვნებენ, რომ საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულდება და მოლაპარაკებები დიპლომატიურ გზას დაუბრუნდება. Lamborghini უკრაინელების მხარდასაჭერად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიისთვის შემოწირულობის გაღებას გეგმავს. 

Businesspartner