მსოფლიო
30/11/2021

Fitch Ratings: ახალი შტამი "ომიკრონი" ზრდის რისკებს და პოლიტიკურ გამოწვევებს

Fitch Ratings-ი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, "ომიკრონის" საფრთხეებზე მიათითებს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია აცხადებს, რომ მას არ ექნება გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე ისეთი მძიმე დარტყმა, როგორიც ეს იყო COVID19-ის გამოჩენისას, თუმცა ინფლაციის ზრდა მაკროეკონომიკურ მდგომარეობას გაართულებს.

Fitch Ratings–ი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის ეფექტების ჩართვა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებში ჩართვა ნაადრევია - სანამ მეტი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი მისი გავრცელების და სიმძიმის შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ჯერ უცნობია, არის თუ არა "ომიკრონი" უფრო გადამდები, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები, მათ შორის დელტა. ამის გასაგებად რამდენიმე კვირაა საჭირო. ამასთან, WHO ტექნიკურ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გაიგოს "ომიკრონის" პოტენციური გავლენა ვაქცინის ეფექტურობაზე.

"როგორც ყველაზე დიდი ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, კორონავირუსის ყოველ მომდევნო ტალღას ეკონომიკაზე შემცირებული ეფექტი აქვს, რადგან სფერო ნელ-ნელა ადაპტირდა პანდემიასთან. უფრო მეტიც, ვაქცინაციის პროგრამებმა და ვირუსის მეცნიერულად უკეთესად გაგებამ შეამცირა ნდობა NPI-ზე, პანდემიის დასაწყისთან შედარებით.

ეს ფაქტორები ნაკლებად სავარაუდოს ხდის 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალური მშპ-ს უპრეცედენტო შემცირების განმეორებას. მიუხედავად ამისა, პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, შეფერხდება", – ნათქვამია Fitch Ratings–ის მიერ.

 

Businesspartner