მსოფლიო
26/10/2022

Forbes: ქანიე უესტი მილიარდერი აღარ არის

ქანიე უესტი Forbes-ის მილიარდერთა სიაში აღარ არის.

ამერიკელი რეპერის შემოსავლების კლება გაუქმებულ გარიგებებთან არის კავშირში. კერძოდ, ახლახანს ბალენსიაგამ შეწყვიტა მასთან საქმიანი თანამშრომლობა, მომგებიანი გარიგება დასრულდა Adidas-თან, რომელთანაც ქანიე უესტი 2013 წლიდან მის ძვირადღირებულ ხაზზე Yeezy მუშაობდა.

ამის მიზეზეი იყო ის, რომ ქანიე უესტმა, რომელიც ბოლო პერიოდში ლეგალურად Ye-ს სახელით სარგებლობს, ანტისემიტური გამონათქვამები გააჟღერა.- ამის შესახებ Forbes-ი წერს. 

"Adidas-ი არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სხვა სახის სიძულვილის ენას. ქანიე უესტის ბოლო კომენტარები და ქმედებები იყო მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიში, და ისინი არღვევენ კომპანიის ღირებულებებს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის შესახებ. საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს Yeezy-სთან პარტნიორობა, დაასრულოს Yeezy-ს ბრენდირებული პროდუქციის წარმოება და შეწყვიტოს ყველა გადახდა ქანიე უესტსა და მის კომპანიებზე. Adidas დაუყოვნებლივ შეაჩერებს Adidas Yeezy-ს ბიზნესს,"- ამის შესახებ Adidas-მა თავის პრესრელიზში განაცხადა.

Adidas-ის გარეშე ქანიე უესტის ქონება 400 მილიონი დოლარი ღირს. რომლის დარჩენილი ნაწილი, Forbes-ის შეფასებით, მოდის უძრავი ქონებიდან, ნაღდი ფულიდან, მისი მუსიკალური კატალოგიდან და ყოფილი მეუღლის კიმ კარდაშიანის ტანსაცმლის ფირმის Skims-ის 5%-იანი წილი.

მილიარდერების სიიდან ამოღება რეპერსა და Forbes-ს შორის მრავალწლიან კავშირს არღვევს. როდესაც 2020 წელს, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ქონებით, ქანიე უესტი პირველად მოხვდა სიაში, ის მიიჩნევდა, რომ Forbes-ში თვლა არ იციან და მისი ქონება რეალურად $3,3 მილიარდი იყო.

 

Businesspartner