ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
08/04/2021

Forbes: პეკინი 100 მილიარდერით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

პეკინი 100 მილიარდერით მსოფლიოს ქალაქებში პირველ ადგილზეა. 2021 წლის Forbes World–ის მილიარდერების სიის მიხედვით, 2,755 მილიარდერიდან მეოთხედი მხოლოდ 10 ქალაქში ცხოვრობს, მათ შორის 10% –ზე მეტი, მხოლოდ ჩინეთის ოთხ ქალაქში.

შვიდი წლის განმავლობაში ნიუ იორკმა პირველად დაკარგა რეიტინგიში პირველი ადგილი, რადგან პეკინმა 33 ახალი მილიარდერის წმინდა მოგება დააფიქსირა. ჩინეთის დედაქალაქში ახლა 100 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა ქონება ჯამში $484.3 მილიარდს შეადგენს, ნიუ-იორკში კი 99-ი, ჯამში $560.5 მილიარდით. 

პეკინში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჟან იმინგია, სოციალური მედია სივრცის TikTok- ის დამფუძნებელი. მისი ქონება გაორმაგდა და $35,6 მლრდ დოლარი შეადგინა. ყველაზე ახალბედა მილიარდერი კი 34 წლის ვანგ ნინია, რომლის სათამაშოების ბიზნესი Pop Mart ჰონგ კონგში 2020 წლის დეკემბერში გამოჩნდა. ნიუ ოორკის უმდიდრესი ადამიანი $59 მლრდ–ით მაიკლ ბლუმბერგია.

პანდემიის მდგრადობით გაძლიერებულმა ჩინეთის ოთხმა ქალაქმა წლევანდელ სიაში - პეკინმა, შანხაიმ, შენჟენმა და ახალმოსულმა ჰანჯოუსმა სიაში 96 მილიარდერი დაამატა.

რთული წლის მიუხედავად, ნიუ-იორკს და ლონდონს 7–7 ახალი მილიარდერი ჰყავს. ტოპ 10–დან მოსკოვი მე-3–დან მე-4 ადგილზე გადავიდა, ჰონგ კონგი მე -2 ადგილიდან მე -3–ზე.

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021