მსოფლიო
05/07/2022

გერმანია, 1991 წლის შემდეგ, პირველად სავაჭრო დეფიციტის წინაშეა

გერმანიას სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი სავაჭრო დეფიციტის წინაშეა.

უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად გერმანიის იმპორტის გადასახადმა მკვეთრად მოიმატა, რაც ხაზს უსვამს უკრაინის ომის გავლენას ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, რომლის ექსპორტზე და წარმოებაზე დამოკიდებულება დაუცველი გახდა. ასევე, დეფიციტი ჩინეთში დაწესებულმა კოვიდ შეზღუდვებმაც გამოიწვია.

ქვეყნის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებმა აჩვენა, რომ იმპორტის ღირებულების ზრდამ და ექსპორტის ზომიერმა კლებამ მაისში ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა 1 მილიარდი ევროს (860 მილიონი ფუნტი) სავაჭრო დეფიციტამდე მიიყვანა.

როგორც The Wall Street Journal–ი წერს, სეზონური ცვალებადობის გათვალისწინებით, გერმანიის საქონლის ექსპორტი აპრილთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2,7%-ით გაიზარდა.

ვაჭრობის უახლესი მაჩვენებლების მიხედვით, იმპორტზე, როგორიცაა ენერგეტიკა, საკვები და სამრეწველო კომპონენტები მაისში,  წინა წელთან შედარებით, ფასები 30%-ზე მეტით  გაიზარდა, – წერს The guardian–ი. 

ცნობისთვის, გერმანიის ექსპორტი რუსეთში ომის შემდეგ თითქმის 60%-ით შემცირდა, ხოლო აპრილში 10%-ით. რუსეთიდან იმპორტი აპრილთან შედარებით 9,8%-ით შემცირდა, რადგან გერმანია ცდილობდა შეემცირებინა მოსკოვიდან გაზის დამოკიდებულება უკრაინასთან ომის საპასუხოდ.

 

Businesspartner