მსოფლიო
20/04/2022

გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლოსთვის შეაჩერებს

გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე შეჩერდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი ზაფხულში განახევრდება, ხოლო წლის ბოლოსთვის სრულად შეჩერდება, რის შემდეგაც გერმანია უარს იტყვის რუსულ გაზზეც. 

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, გერმანია ნავთობმოხმარების მეოთხედს, ხოლო გაზის მოხმარების 40%-ს რუსული პროდუქციით ავსებს. 

BBC-ის თანახმად, მიმდინარე კვირის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა ქვეყანა გააფრთხილეს, რომ რუსული იმპორტის დაუყოვნებლივ შეჩერება 2023 წლისთვის ევროპის უდიდეს ეკონომიკაში მკვეთრ რეცესიას გამოიწვევდა. 

Businesspartner