მსოფლიო
28/07/2020

Google-ის 200 000 თანამშრომელი სახლიდან კიდევ ერთი წელი იმუშავებს

Google-ის 200 ათასი თანამშრომელი კიდევ ერთი წელი სახლიდან იმუშავებს.

The Wall Street Journal -ის ინფორმაციით, Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის და მისი განყოფილებების თითქმის ყველა შტატიანი თანამშრომელი, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, ასევე კონტრაქტით მომუშავე პირები, ოფისებში 2021 წლის ივლისამდე არ დაბრუნდებიან.

დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე Alphabet-ის თანამშრომლები პანდემიის დაწყებისას გადავიდნენ.

Alphabet-მა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება თანამშრომელთა ცხოვრების შემსუბუქების გამო მიიღო, გაურკვევლობის გამო ბევრმა მათგანმა შვილების სწავლის პროცესი ვერ დაგეგმა. ეს შეთავაზება მათ ასევე აძლევს შესაძლებლობას უარი თქვან ძვირადღირებულ საიჯარო ქირაზე და უფრო იაფი საცხოვრებელი მოიძიონ.

WSJ აღნიშნავს, რომ დისტანციური სამუშაო რეჟიმის გაგრძლება შეეხება კომპანიის ოფისებში დასაქმებულებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.

Businesspartner