მსოფლიო
21/08/2020

გრილი სტატისტიკა - ევროკავშირის ქვეყნებმა ექსპორტზე 222 000 ტონა ნაყინი გაიტანეს

ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკავშირის არა წევრ ქვეყნებში 2019 წელს 222 ათასი ტონა ნაყინი გაიტანეს ექსპორტზე, ღირებულებით გამოსახულებაში ეს 723 მლნ ევროა.

ნაყინის უმსხვილესი ექსპორტიორები საფრანგეთი (25%), ჰოლანდია (16%) და გერმანიაა (13%). მეოთხე ადგილას იტალია, მეხუთე პოზიციაზე კი ესპანეთია.

ec.europa.eu-ს მონაცემებით, 2019 წელს სულ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 3 მლრდ ტონა ლიტრი ნაყინი აწარმოეს, 6%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.

ამავდროულად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წელს 180 მლნ ევროს 82 000 ტონა ნაყინია იმპორტირებული.

ევროკავშირში გერმანია ნაყინის უმსხვილესი მწარმოებელია. 2019 წელს ქვეყანამ 635 მლნ ლიტრი ნაყინი აწარმოა, რაც ევროკავშირში წარმოებული ნაყინის 21%-ია. 

იტალია მეორე პოზიციაზეა (18%), საფრანგეთი კი მესამედ აგილს იკავებს (15%).

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო ნაყინის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. სულ 2019 წელს გაერთიანებულ სამეფოში 128 ათასი ტონა ნაყინი იყო ექსპორტირებული EU-დან, ეს ექსპორტის 58%-ია, მეორე ადგილზე შვეიცარიაა 12 000 ტონით (5%), ჩინეთი კი მესამე ადგილზეა 7 000 ტონით (3%).

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები