მსოფლიო
08/08/2022

ჰონგ კონგი ვიზიტორებისთვის საკარანტინე ვადას ამცირებს  

ჰონგ კონგი მგზავრებისთვის საკარანტინე ვადას ამცირებს. ქალაქში შესულ ადამიანებს სასტუმროში იზოლაციის ვადა 7 დღიდან 3 დღემდე შეუმცირდებათ.

იმ შემთხვევაში თუ, ვიზიტორს კოვიდი არ დაუდასტურდება, შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი სახლში ან სასტუმროში განაგრძოს.

ეს ოთხდღიანი მონიტორინგის პერიოდი კი დაექვემდებარება გადაადგილების შედარებით თავისუფალ წესებს, მოგზაურებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სახლები და შეზღუდონ მხოლოდ მაღალი რისკის ადგილებში შესვლა.

როგორც Bloomberg-ი წერს,  ეს გადაწყვეტილება Covid-19 სამგზავრო შეზღუდვებს შეამსუბუქებს, მაგრამ აზიის ფინანსური ცენტრი მაინც მსოფლიოში იზოლირებულად რჩება.

 

Businesspartner