მსოფლიო
23/05/2022

Hyundai აშშ-ში ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხნის მშენებლობაში $5,5 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს

ავტომწარმოებელი Hyundai აშშ-ში $5,5 მილიარდის ღირებულების ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხანას ააშენებს. 

CNN-ის ცნობით, Hyundai-ს პირველი ელექტრომობილების ქარხანა ჯორჯიის შტატში აშენდება, შეიქმნება 8 100 ახალი სამუშაო ადგილი. არსებული ვარაუდით, 2025 წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყება კომერციული გაყიდვები, ქარხანა წლიურად 300 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. 

ამერიკული გამოცემა წერს, რომ Hyundai-ს ცნობით, ბატარეის საწარმოო ქარხანა ამოქმედდება "სტრატეგიული პარტნიორობით", რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე მოგვიანებით გამოცხადდება, თუ რომელი ავტო მოდელები იწარმოება ქარხანაში. 

Businesspartner