მსოფლიო
08/01/2021

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ილონ მასკი $185 მლრდ-ით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა.

Tesla-ს და SpaceX-ის მწარმოებელმა ილონ მასკმა ამ სიაში პირველ ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა და $700 მლრდ-ს მიაღწია.

”ჩემი ფულის დაახლოებით ნახევარი გამიზნულია დედამიწაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ნახევარი კი მარსზე თვითმმართველი ქალაქის შექმნისათვის, რათა უზრუნველყოს სიცოცხლის გაგრძელება,” - ამბობს მასკი.

2017 წლიდან კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იყო.



ფოტო: Getty Images

Businesspartner