მსოფლიო
24/09/2020

ილონ მასკი Tesla-ს იაფიანი მოდელების გამოშვებას აანონსებს

ილონ მასკმა Tesla-ს იაფიანი და ხელმისაწვდომი მოდელის გამოშვება დაანონსა.

Tesla-ს დამფუძნებელმა გამოაცხადა, რომ მისი ოცნება იყო შეექმნა ხელმისაწვდომი ელექტრომანქანა.

სპეციალური ტექნოლოგიით ელემენტები 5-ჯერ მეტ ენერგიას, 6-ჯერ მეტ ძალას და 16%-ით მეტ დიაპაზონს უზრუნველყოფს, თუმცა ამ ტექნოლოგიის დანერგვას წლები დასჭირდება. სავარაუდო პერიოდად 3 წელი დასახელდა.

მასკის ამ განცხადებით აღფრთოვანებულები არ არის ინვესტორები, რამაც საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების 6%-იანი გაუფასურება გამოიწვია.

პროფესორმა სტენლი უიტინგემმა, რომელსაც შარშან მიანიჭეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში ლითიუმ-იონურ ბატარეებზე მუშაობისთვის,  BBC- ს განუცხადა, რომ ”ყველა შესაძლებლობის მოგვარება მაღალი რისკის შემცველია, მაგრამ შედეგიანი. ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ იგივე ნაბიჯები აუცილებელია, მაგრამ Tesla-ს ამის გაკეთებისთვის აქვს ინვესტიციაც და სურვილიც.“

 

Businesspartner