მსოფლიო
05/10/2022

ილონ მასკი Twitter-ს მაინც ყიდულობს

გავრცელებული ინფრომაციით, მილიარდერმა ელონ მასკმა სასამართლო პროცესამდე აზრი შეიცვალა Twitter-ის ყიდვის შესახებ და ახლა მზადაა სოციალური მედიის პლატფორმის შესაძენად.

როგორც BBC წერს, ფირმისადმი მიწერილ წერილში მასკი დათანხმდა გადაიხადოს იგივე ფასი $44 მილიარდი. Twitter-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ ფირმამ მიიღო წინადადება და დასძინა, რომ კომპანიის განზრახვა არის ტრანზაქციის დახურვა 54,20 დოლარად თითო აქციაზე.

Twitter-ის აშკარა გამარჯვებამ მისი აქციები 20%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა მისი ღირებულება დარჩა უფრო დაბალი ვიდრე აღების ფასი, რაც იმის ნიშანია, რომ ინვესტორები ეჭვობენ, რომ გარიგება განხორციელდება.

ცნობისთვის, როდესაც მასკმა პირველად განაცხადა Twitter-ის მიმართ ინტერესსზე ამბობდა, რომ სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter არის ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც განიხილება კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები. ამასთან, Twitter–ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და უნდოდა პლატფორმა უკეთესი გაეხადა.

თუმცა, თითქმის შემდგარ გარიგებაზე მასკმა უარი თქვა, რასაც Twitter-ის საპასუხო ნაბიჯი მოყვა და საქმე სასამართლმდე მივიდა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები