მსოფლიო
28/02/2023

ილონ მასკმა  მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა

Bloomberg-ის მონაცემებით, ილონ მასკმა  მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა.

გასული წლის დეკემბერში, ფრანგული ლუქს ბრენდის LVMH (LVMHF) აღმასრულებელმა დირექტორმა - ბერნარდ არნომ, ილონ მასკი  მდიდარი ადმიანების სიის პირველი ადგილიდან ჩამოაქვეითა. შედეგად, Tesla -ს გენერალური დირექტორი, სიაში მეორე ადგილს ორ თვეზე მეტ ხანს იკავებდა.

თუმცა, ორშაბათის მდგომარეობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ Tesla-ს აქციების აღდგენამ  მასკი რეალურ დროში მილიარდერთა ინდექსის სათავეში აიყვანა.

Bloomberg-ის მონაცემებით, მასკის წმინდა ქონებამ ბაზრების დახურვის შემდეგ, ორშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 187,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კი არნოს ქონებას მხოლოდ  $185.3 მილიარდით აღემატება

Businesspartner