მსოფლიო
06/11/2020

ილონ მასკმა ტეკილას წარმოება დაიწყო - Tesla Tequila უკვე ბაზარზეა

Tesla-მ ბაზარზე ტეკილა წარადგინა.

Tesla Tequila-ს ბოთლს ელვის ფორმა აქვს. ის 750 მილიგრამიანია და 1 ცალი 250 დოლარი ღირს.

კომპანიის საიტზე ერთი მომხმარებელი მხოლოდ 2 ბოთლის შეძენას შეძლებს. მწარმოებელია Nosotros Tequila და როგორ Tesla ირწმუნება, მიწოდება 2020 წლის ბოლომდე დაიწყება.

Tesla-ს ტეკილას ისტორია სათავეს 2018 წლიდან იღებს. იმ წელს ილონ მასკმა ტვიტერზე საპირველაპრილო ხუმრობა გამოაქვეყნა. მასკმა დაწერა, რომ „Tesla გაკოტრდა“ -  ეს იყო ერთგვარი პასუხი იმ ექსპერტების ვარაუდზე, რომ Tesla-ს გაკოტრება ემუქრებოდა.

ამის შედეგ მასკმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, Tesla Model 3-თან გადაღებული, წარწერით - „ილონი იპოვეს „ტესლაკილის“ ბოთლების გარემოცვაში“.

2018 წელს Tesla-მ განაცხადი შეიტანა ბრენდ Teslaquila -ს რეგისტრაციაზე, თუმცა როგორც ხედავთ,  საბოლოოდ სხვა დასასხელებით -  Tesla Tequila -ს სახელით გამოვიდა ახალი პროდუქტი ბაზარზე.

 

 

Businesspartner