
ილონ მასკმა Twitter-ი $44 მლრდ-ად იყიდა
Twitter-ის საბჭო დათანხმდა ილონ მასკის $44 მილიარდის შეთავაზებას პლატფორმის ყიდვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ფირმამ თავდაპირველად უარყო მილიარდერის შეთავაზება, მაგრამ საბოლოოდ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა.–წერს BBC-ი.
მასკი Twitter-ის უზარმაზარ პოტენციალზე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ალაპარაკდა, როდესაც პლატფორმის 9.2%-იანი წილი იყიდა.
"სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter არის ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც განიხილება კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები.
მსურს Twitter უკეთესი გავხადო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ახალი ფუნქციების გაუმჯობესებით, ალგორითმების ღია წყაროს გაცემით, ნდობის გაზრდის მიზნით, სპამის ბოტების დამარცხებით და ყველა ადამიანის ავთენტიფიკაციით.
Twitter–ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მოუთმენლად ველი კომპანიასთან და მომხმარებლებთან მუშაობას."– თქვა მასკმა გარიგების შესახებ განცხადებაში.
ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება $273,6 მლრდ–ს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, ასევე მასკი ხელმძღვანელობს კოსმოსურ ფირმას SpaceX-ს.