მსოფლიო
13/10/2021

IMF: ახალი შტამები ზრდის გაურკვევლობას, ინფლაციის რისკებს თავდაყირა აყენებს

გლობალური ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, თუმცა როგორც ჩანს მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ COVID-19 რჩება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა, რომელსაც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვეყნებს.

ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, გლობალური ეკონომიკური აღდგენა გრძელდება და 2021 წელს 5,9%-ით და 2022 წელს 4,9%-ით გაიზრდება. 2022 წლის შემდეგ, გლობალური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში დაახლოებით 3.3%-ს მიაღწევს.

„კორონავირუსის „დელტა“ შტამის სწრაფმა გავრცელებამ და ახალი ვარიანტების საფრთხემ გაზარდა გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება დაიძლიოს პანდემია. ინფლაციის რისკები თავდაყირა დგას და თუ პანდემიით გამოწვეული მიწოდება-მოთხოვნას შორის შეუსაბამობა მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელდება, ეს ფასებზე უფრო მდგრად ზეწოლას იქონიებს და მზარდ ინფლაციურ მოლოდინს აჩენს.“–ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადება ასახავს კონკრეტულ, ეკონომიკურად ეფექტურ ნაბიჯებს, რომ ყველა ქვეყანამ, 2021 წლის ბოლოსთვის, მოახდინოს მოსახლეობის მინიმუმ 40%–ის აცრა. ეს გადაარჩენს მილიონობით სიცოცხლეს, ხელს შეუშლის ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენას და დააჩქარებს გლობალური ეკონიმიკის აღდგენას.

IMF–ი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ჯგუფების მოსალოდნელი აღდგენის ხარვეზები გაფართოვდა, მაგალითად, ივლისის პროგნოზის შემდეგ მოწინავე ეკონომიკასა და დაბალშემოსავლიან განვითარებად ქვეყნებს შორის.

აღსანიშნავია, რომ მშპ -ს ზრდა 2021 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერი იყო, რაც ასახავს პანდემიასთან ეკონომიკური საქმიანობის ადაპტირებას და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას. თუმცა, მშპ–ს ზრდა დასუსტდა მეორე კვარტალში, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდამ გამოიწვა, ასევე განვითარებად ბაზრებზე მიწოდებს შეფერხებამ.

 

მთავარი სიახლეები