მსოფლიო
13/03/2021

ITV-იმ პირს მორგანის წასვლის შემდეგ საბაზრო ღირებულებიდან 300 მლნ ფუნტი დაკარგა

მას შემდეგ, რაც პირს მორგანმა „დილა მშვიდობის ბრიტანეთიდან“ წავიდა ITV-ს აქციების ფასი დაეცა და საბაზრო ღირებულებიდან 300 მლნ ფუნტი დაკარგა, რაც მაუწყებლის წილის 6,5%-ია, – წერს ბრიტანული გამოცემა Independent-ი.

მორგანის მიერ დილის სატელევიზიო შოუს თანაწამყვანის პოზიციის დატოვება, ოპრა უინფრისთან სასექსის ჰერცოგინიას ინტერვიუს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახში ყოფნის დროს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. რაზეც მომრგანმა აღნიშნა, რომ არ სჯერა მისი სიტყვების.

ამ განცხადებებმა გადაცემის ამინდის წამყვანის ალექს ბერეზფორდის საყვედურიც გამოიწვია, რომელმაც დაგმო მორგანის "ეშმაკური საქციელი". როგორც ცნობილია, თავად მეგანი ITV-ს უჩივის უშუალოდ მორგანის კომენტარების გამო.

ორშაბათს საღამოს, მეგანთან და პრინც ჰარისთან ინტერვიუს ათობით მილიონი მაყურებელი ჰყავდა. მომდევნო დილის გადაცემას კი რამდენიმე მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც ნიშნავს, რომ „დილა მშვიდობის ბრიტანეთმა“1 პირველად დაამარცხა კონკურენტი BBC–ი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები