მსოფლიო
31/05/2023

ქაღალდის ბოთლები, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მინას ჩაანაცვლებს

კალიფორნიის მარნები ღვინისა და სპირტიანი სასმელებისთვის კომერციულად ხელმისაწვდომ ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებენ, რომელიც King City's Monterey Wine Company-თან და ბრიტანულ მდგრადი შეფუთვის ფირმა Frugalpac-თან პარტნიორობის წყალობით შეიქმნა,- ამის შესახებ Wine Industry Advisor-ი წერს.

Monterey Wine Company (MWC) პირველი კომპანიაა, რომელიც ღვინოს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამს.

"სულ უფრო მეტი სასმელის ბრენდი ცდილობს შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და მინის ბოთლი ღვინის წარმოებაში, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Frugal Bottle-ის წარმატებამ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გავხდეთ აშშ-ის პირველი ქარხანა, რომელიც ამ რევოლუციური ქაღალდის ბოთლებს ამერიკულ ბაზარს შესთავაზებს,"- განაცხადა, Monterey Wine Company-ის პერსონალის დირექტორმა და ფინანსთა გენერალურმა მენეჯერმა, შანონ ​​ვალადარეზმა.

ბოთლები დამზადებულია 94% რეციკლირებული მუყაოსგან და სულ რაღაც 83 გრამს იწონის, ანუ მინაზე 5-ჯერ მსუბუქია.  

როგორც სტატიაშია აღნიშნული ინოვაციური პროდუქტის მიმართ ინტერესი დიდია. მაგალითად, Lux Research-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 35 მილიონზე მეტი ამერიკელია დაინტერესებული ღვინის უფრო მდგრადი შეფუთვით.

იმის გათვალისწინებით, რომ მინის ნარჩენი გარემოზე ზემოქმედებას ახდენს, ქაღალდის ბოთლების იდეა, შეიძლება ითქვას, დროული და საჭირო გამოსავალია.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში Frugal Bottle with Signal 7-ის ბოთლმა დიზაინისთვის და ინოვაციური შეფუტვისთვის ჯილდო მოიპოვა.

 

 

Businesspartner