მსოფლიო
08/03/2022

ხვალ მოსკოვის საფონდო ბირჟა არ გაიხსნება

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხვალ, 9 მარტს მოსკოვის საფონდო ბირჟა არ გაიხსნება.

ინფორმაციას CNN ვრცელებს. ამერიკული გამოცემის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე განხორციელდება მხოლოდ შეზღუდული ოპერაციები. 

ცნობისთვის, მოსკოვის საფონდო ბირჟა 28 თებერვლის შემდეგ დახურულია მას შემდეგ, რაც რუსეთს დასავლური სანქციები დაუწესდა და რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. 

Businesspartner