მსოფლიო
09/09/2021

ლეგენდარული Big Ben ისევ დარეკავს

მალე ლონდონი Big Ben-ის ხმას ისევ გაიგებს. BBC -ის ცნობით, უესტმინსტერის სასახლის კოშკის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება.

ლეგენდარულმა საათმა ბოლოს 2017 წლის 21 აგვისტოში დარეკა და ლონდონელებს შუადღის დადგომა ამცნო. ბოლო 4 წლის განმავლობაში საათმა რამდენჯერმე დარეკა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუმცა კომპიუტერული პროგრამის დახმარებით.

BBC წერს, რომ სარემონტო სამუშაოებზე 110 მლნ დოლარი ანუ 80 მლნ ფუნტზე მეტი იხარჯება. თავდაპირველი ბიუჯეტი 40 მლნ დოლარად (29 მლნ ფუნტი) იყო შეფასებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები