მსოფლიო
20/10/2022

ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მხოლოდ 45 დღიანი მუშაობის შემდეგ ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, -ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მედია ავრცელებს. 

ტრასმა განაცხადა, რომ მის შემცვლელს მომავალ კვირაში აირჩევენ. როგორც ცნობილი გამოცემები წერენ, მისი გადადგომის მიზეზი ავტორიტეტის დაკარგვა და მთავრობაში პოლიტიკური არეულობის გაჩენაა. 

მან თავის გამოსვლაში თქვა, რომ დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს მოუწია თანამდებობის დაკავება, რასაც უკრაინაში ომი და ცხოვრების ხარჯების ზრდაც დაემთხვა.

ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე დროით არჩეული პრემიერ-მინისტრი გახდება.

 

 

 

Businesspartner