მსოფლიო
04/03/2023

Lufthansa მოგებას იბრუნებს და "მნიშვნელოვან გაუმჯობესებას" ელის

გერმანული Lufthansa აცხადებს, რომ "უპრეცედენტო" შემობრუნება განიცადა და 2022 წელს 1.51 მილიარდი ევროს მოგებას მიაღწია.

ფრანკფურტში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს შემოსავლებში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელიან, ხოლო აქციების ფასი მაქსიმუმს მიაღწევს.

მათი განცხადებით, მგზავრთა რიცხვი გაორმაგდა, ხოლო წმინდა შემოსავალი 2021 წლის შემდეგ გაორმაგებულია (თუმცა, ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ ნიშნულს).

„მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ ველით მიწოდებასა და მოთხოვნის ჯანსაღ ბალანსს ავიაციაში. ფრენების გამტარუნარიანობა აუცილებლად შეზღუდული იქნება მომავალ წლებში, პარალელურად კი, დავინახავთ მოთხოვნის კიდევ უფრო მეტად ზრდას“ - განაცხადა Lufthansa-ს გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპორმა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის აქციები სამი წლის მაქსიმუმზეა. გასული წლის დეკემბრის შემდეგ მისი ღირებულება 30%-ზე მეტადაა გაზრდილი.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გავაუმჯებესოთ ჩვენი საჰაერო ტრანსპორტის მდგრადობა, რადგან გვსურს, მივაღწიოთ კლიმატის დაცვის ამბიციურ მიზნებს. 2030 წლისთვის ვაპირებთ, რომ ჩვენი CO2 ემისია გავანახევროთ, ხოლო 2050 წლისთვის გვსურს, მთლიანად გავანულოთ CO2-ზე მუშაობა“ - აღნიშნა Lufthansa -ს გენერალურმა დირექტორმა.

გასულ წელს, მრავალი რეისის გაუქმების შემდეგ, ავიაკომპანია ცდილობს ამ ზაფხულს სამოგზაურო ქაოსი თავიდან აიცილოს. ამისათვის, გადაწყვიტა, ზოგიერთი დაგეგმილი ფრენა ოპერირებიდან ჩახსნას, რადგან აეროპორტისა და ტექნიკური პერსონალის დეფიციტს განიცდის.

Businesspartner