მსოფლიო
16/02/2023

Lufthansa-ს IT სისტემის გაუმართაობამ ფრენები შეაფერხა და აქციების ფასი შეამცირა

Lufthansa-ს IT სისტემის გაუმართაობამ ათასობით მგზავრი შეაფერხა.

გერმანიის რამდენიმე აეროპორტში ათასობით მგზავრი რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში ამაოდ ელოდა რეგისტრაციის დაწყებას. გაუქმდა 120-მდე ავიარეისი.

გერმანული ავიაკომპანია ფრანკფურტში, რკინიგზის სადგურზე მიმდინარე მიწისქვეშა საინჟინრო სამუშაოებს ადანაშაულებს, რომელთაც რამდენიმე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრეს.

მგზავრებმა სოციალურ მედიაში დაწერეს, რომ კომპანია იძულებული გახდა თვითმფრინავებში ჩასხდომა და ბარგის რეგისტრაცია კალმითა და ფურცლით განეხორციელებინა.

შეფერხების შედეგად, Lufthansa-ს აქციები 1,25%-ით დაეცა. ვარდნა განიცადა მის მფლობელობაში არსებულმა სხვა ავიაკომპანიების SWISS-ის, Austrian Airlines-ის, Brussels Airlines-ის და Eurowings-ის აქციებმაც.

Businesspartner