მსოფლიო
08/03/2022

"მაკდონალდსი" რუსეთში 850 რესტორანს ხურავს

ABC News-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, "მაკდონალდსი" რუსეთში 850 რესტორანს ხურავს.

კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, "მაკდონალდსი" გააგრძელებს რუსეთში დასაქმებული 62 000 თანამშრომლის ხელფასების გადახდას.

ღია წერილში ,რომლითაც "მაკდონალდსის" პრეზიდენტმა, კემპჩინსკიმ დასაქმებულებს მიმართა, განმარტებულია, რომ ეს ახლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

"მაკდონალდსი" სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელია მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი  აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში მდებარეობს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები