მსოფლიო
26/04/2022

მარტში ჩინეთიდან რეკორდული, $17.5 მილიარდის ინვესტიცია გავიდა

უცხოელი ინვესტორები ჩინეთს ტოვებენ.

მსოფლიოს სიდიდით ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან გასულ თვეში $17.5 მილიარდის ინვესტიცია გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას ამერიკის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე (IFF) დაყრდნობით CNN ავრცელებს. აშშ-ში დაფუძნებულმა სავაჭრო ასოციაციამ ამ ფაქტს უპრეცედენტო უწოდა განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ინვესტორთა მსგავსი ქცევა არცერთ ბაზარზე არ დაფიქსირებულა. CNN-ის ინფორმაციით, გადინება მოიცავს $11.2 მილიარდის ღირებულების ბონდებს, დანარჩენი კი აქციებია. 

უცხოელი ინვესტორების გადინებასა და ობლიგაციების ბაზრის რეკორდულ შემცირებაზე მეტყველებს ჩინეთის მთავრობის მონაცემებიც. China Central Depository & Clearing-ის თანახმად, საერთაშორისო ინვესტორებმა თებერვალში 35 მილიარდი იუანის ($5.5 მილიარდი) ღირებულების ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციები გაყიდეს, რაც რეკორდულად ყველაზე დიდი ყოველთვიური შემცირებაა. მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა მარტში და 52 მილიარდი იუანი ($8.1 მილიარდი) შეადგინა. 

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ეკონომისტები ფაქტს რუსეთ-უკრაინის ომს და ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირებენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022