მსოფლიო
12/08/2022

McDonald's უკრაინაში მუშაობას განაახლებს

6 თვიანი შეჩერებული მუშაობის შემდეგ McDonald's უკრაინაში რესტორნების გახსნას იწყებს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეტაპობრივი გეგმა, რათა განვაახლოთ რამდენიმე რესტორნის მუშაობა კიევში და დასავლეთ უკრაინაში. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ დავიწყებთ მომწოდებლებთან მუშაობას, რათა მივიღოთ პროდუქტი რესტორნებში და მოვემზადოთ კლიენტთა მომსახურებისთვის. ასევე გავაუმჯობესებთ პროცედურებსა და პროტოკოლებს ჩვენი ხალხის უსაფრთხოების მხარდასაჭერად",-ციტირებს CNN McDonald's-ის წარმომადგენლის, პოლ პამროის სიტყვებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები