PA MEDIA
მსოფლიო
30/09/2022

მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით მონეტები მიმოქცევაში რამდენიმე კვირაში შევა

ახალი მონეტები, რომლებზეც მეფე ჩარლზის პორტრეტია გამოსახული, მიმოქცევაში რამდენიმე კვირაში შევა.

მონეტები მრავალსაუკუნოვან ტრადიციას მიყვება, მონარქი ახლა მარცხნივ არის გამოსახული - მისი წინამორბედის საპირისპიროდ და წინა ბრიტანელი მეფეების თუ დედოფლისგან განსხვავებით, ჩარლზ III-ს გვირგვინი არ აქვს.  

BBC-ის ინფორმაციით, მონეტებს კოლექციონერებზე სამეფო ზარაფხანა მომავალი კვირის დასაწყისიდან გაყიდის, ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან  1p-დან 2 ფუნტამდე მონეტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უყენებენ,  მეფე ჩარლზის გამოსახულებით გამოვა.

ენ ჯესოპმა, სამეფო ზარაფხანის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა, რომ მონეტებს როგორც წესი, 20 წელიანი ვადა აქვს, ამიტომ დედოფალ ელიზაბეტსა და მეფე ჩარლზის მონეტები ერთდროულად მიმოქცევაში მრავალი წლის განმავლობაშიიქნება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები გადადიან გადახდის სხვადასხვა ფორმაზე, მაგრამ ადამიანებს ძალიან მოსწონთ მონეტების გამოყენება მრავალი განსხვავებული მიზეზის გამო."-თქვა ენ ჯესოპმა.

ფიგურის ირგვლივ წარწერა ასეთია: "CHARLES III • D • G • REX • ​​F • D • 5 Pounds • 2022", შემოკლებულია ლათინურიდან, რაც ითარგმნება როგორც "მეფე ჩარლზ III, ღვთის მადლით, რწმენის დამცველი".

ახალი 5 ფუნტიანი მონეტის უკანა მხარეს ნაჩვენებია დედოფლის ორი ახალი პორტრეტი, რომელიც ასახავს მის მოგზაურობას ახალგაზრდა მონარქიდან სახელმწიფოს მეთაურამდე.

50p მონეტაზე, რევერსის დიზაინზე გამოყენებულია გვირგვინი, რომელიც დედოფალოს კორონაციის დროს ეკეთა.

PA MEDIA

PHOTO: PA MEDIA

Businesspartner