მსოფლიო
26/10/2022

Mercedes-Benz-მა რუსეთის ბაზარი საბოლოოდ დატოვა

Mercedes-Benz-ი უკანასკნელი დასავლური კომპანიაა, რომელმაც რუსეთი დატოვა.

გერმანულმა ფირმამ მარტის დასაწყისში შეწყვიტა წარმოება და ექსპორტი ქვეყანაში. მაგრამ ახლა ის აცხადებს, რომ საბოლოოდ დატოვებს რუსეთის ბაზარს და თავის შვილობილი კომპანიების წილებს ადგილობრივ ინვესტორებს მიყიდის.

"რუსეთი ომამდე იყო მომგებიანი ბაზარი ძვირადღირებული მანქანების მწარმოებლებისთვის, მანქანებით, როგორიცაა Mercedes-ის G Wagen off-roader და S Class, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ელიტაში. Mercedes-ი სხვა კომპანიებთან ერთად იყო, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ექსპორტი შეაჩერა, თუმცა ბევრმა მაშინვე დატოვა ქვეყანა და უჩვეულო იყო, რომ Mercedes-ი არ გაჰყვა მათ. შესაძლოა, მერსედესს ომის სწრაფი გადაწყვეტის იმედი ჰქონდა"- განუცხადა ჯეიმს ბაგოტმა, Car Dealer Magazine-ის მთავარმა რედაქტორმა BBC-ს.

რუსეთში Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია კოროლევამ განაცხადა, რომ ქვეყნაში აქამდე გაჩერების მთავარი პრიორიტეტი იყო რუსი კლიენტების წინაშე ვალდებულებების შესრულება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება რუსეთში.

ასევე, იაპონურმა Nissan-მა დატოვა რუსეთი ამ თვის დასაწყისში, Toyota-სა და Renault-ის იგივე ნაბიჯის შემდეგ.

Businesspartner