მსოფლიო
22/05/2023

Meta €1.2 მილიარდით დაჯარიმდა

Facebook-ის მფლობელი, Meta მონაცემების არასწორად დამუშავებისთვის და გამოყენებისთვის €1.2 მილიარდით დაჯარიმდა.

როგორც BBC-ი წერს, ეს არის ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის კონფიდენციალურობის კანონის მიხედვით.

GDPR ადგენს წესებს, რომლებიც კომპანიებმა უნდა დაიცვან მომხმარებლის მონაცემების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გადასაცემად.

მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Meta-ს მიერ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის განხორციელებული მონაცემების გადაცემა ვერ შეესაბამებოდა 2020 წლის ივლისიდან მოქმედ სტანდარტულ სახელშეკრულებო პუნქტებს.

Meta აცხადებს, რომ ამ "გაუმართლებელ და არასაჭირო" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს- წერს BBC-ი.

 

Businesspartner