მსოფლიო
02/07/2021

მფრინავმა ავტომობილმა AirCar-მა აეროპორტებს შორის პირველი საცდელი ფრენა შეასრულა

მფრინავი ავტომობილის პროტოტიპმა AirCar-მა ნიტრასა და ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტებს შორის პირველი 35 წუთიანი ფრენა წარმატებით შეასრულა.

ჰიბრიდული მანქანა-თვითმფრინავი BMW-ს ძრავითაა აღჭურვილი და მუშაობისთვის ჩვეულებრივ ბენზინის საწვავს იყენებს. მანქანიდან თვითმფრინავად გადაქცევას AirCar 2 წუთსა და 15 წამში ახერხებს და მას ერთდროულად 2 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, რომეთა საერთო წონა 200 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც მფრინავი ავტომობილის შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლეინი ამბობს, AirCar-ს ფრენა დაახლოებით 1000 კმ/სთ-ის სიჩქარით, მიწიდან 2 500 მეტრზე, ერთ აფრენაზე 40 საათის განმავლობაში შეუძლია. პირველი საცდელი ფრენისას კი ჰიბრიდულმა მანქანა-თვითმფრინავმა 170 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო.

ცნობისთვის, AirCar-ის მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის შექმნას დაახლეოებით 2 წელი დასჭირდა, ხოლო მასში ჩადებული ინვესტიცია 2 მილიონ ევროს არ აღემატებოდა.

Businesspartner