მსოფლიო
09/03/2022

მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა - მორიგი სანქციები რუსი ოლიგარქებისთვის

ევროკავშირი რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქებისთვის სანქციების მორიგი ნაკადის დასაწესებლად ემზადება. 

ევროკავშოირის უმაღლესი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აკრძალვები შეეხება მოგზაურობასა და აქტივების გაყინვას და ის რუსეთის 100-მდე ოლიგარქსა და მაღალჩინოსანს მოიცავს. გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე დამტკიცდეს. 

"გაერთიანების წევრი ქვეყნები ვმუშაობთ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონის 100-მდე ადამიანს შეეხება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება დღევანდელი სესიის დასრულებამდე მიიღწევა",- ციტირებს Reuters ბორელის სიტყვებს. 

მანამდე საერთაშორისო გამოცემა წერდა, რომ ახალი სანქციები მოიცავდა შეზღუდვებს საზღვაო სექტორზე. ამასთან, SWIFT საბანკო სისტემიდან სამი ბელორუსული ბანკის გარიცხვას. 

Businesspartner