მსოფლიო
29/03/2022

მორიგი სანქციები რუსეთს - შეზღუდვები ამჯერად მიწოდების ჯაჭვებს შეეხება

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესებისთვის ემზადებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები ამჯერად მიწოდების ჯაჭვებს შეეხება. 

„გარდა კომპანიების სანქციებისა იმ სექტორებში, რომლებიც კრემლის მავნე აქტივობებს უწყობენ ხელს, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ზომების მიღებას მათი კრიტიკული მიწოდების ჯაჭვების ჩაშლის მიზნით. ასევე, ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს ექსპორტის კონტროლს. ეს დროთა განმავლობაში“ - ციტირებს Reuters ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის ვალი ადეიმოს სიტყვებს. 

 

Businesspartner