მსოფლიო
22/08/2022

მსოფლიოში ყავის გაძვირებას ელიან

მსოფლიოში ყავის გაძვირებას ელიან, - როგორც WSJ-ი წერს, მოლოდინი ბრაზილიაში ყავის ცუდ მოსავალს უკავშირდება, სადაც მოსავალი ჯერ 2021 წლის გვალვამ, შემდეგ კი ყინვებმა დააზიან.

უკვე ცნობილია, რომ ყავის მსხვილი მიმწოდებელი Minasul-ი ბაზარს წელს, დაგეგმილი ყავის მოცულობის ნახევარს მიაწვდის. The Minasul Coffee Cooperative-ის განმარტებით, კომპანია მიიღებს მილიონზე ნაკლებ პარკ ყავას, 2020 წელს კი მაჩვენებელი 2,2 მილიონზე იყო.

უკვე მეორე წელია, ყავაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მარაგები მცირდება, ამავდროულად გაზრდილია ფასები. ბაზარზე ყავის ფასის მაქსიმუმმა 2022 წლის თებერვალში მიაღწია და 2,58 დოლარს შეადგინა 1 ფუნტზე (453.5 გრამი).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ყავის უმსხვილესი მწარმოებელია.

Businesspartner