მსოფლიო
27/04/2020

ნავთობის ბაზარი ისევ წითელ ზონაშია

ნავთობის ბაზარი „წითელ ზონაში“ რჩება. დილის ვაჭრობაზე, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე Brent -ის მარკის ნავთობის ფასი 7%-ით, 20 დოლარამდე დაეცა. დასავლეთ ტეხასური WTI  ფასი კი, 16%-იან ვარდნას აჩვენებს და 1 ბარელი 14.6 დოლარი ღირს.

ნავთობის კოტირება მას შემდეგ დაეცა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნედლეულის მარაგები იზრდება. ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ მოპოვება არასაკმარისად სწრაფი ტემპით შემცირდება, რათა დააკომპენსიროს კორონავირუსის გამო შემცირებული მოთხოვნა.

შეგახსენებთ, OPEC+ -ის წევრები ნავთობის მოპოვების შემცირებას 1 მაისიდან დაიწყებენ.

Businesspartner