მსოფლიო
08/08/2022

ნავთობის ფასი კვლავ იზრდება

ნავთობის ფასები მცირე ხნიანი შემცირების შემდეგ კვლავ იზრდება.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ორშაბათს 81 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $95.73 შეადგინა. ტეხასური ნავთობის ფასი კი 75 ცენტიანი ზრდის შემდეგ ბარელზე $89.76 გახდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ფასების ზრდის მოტივატორი ინვესტორების განწყობებია, რაც ამერიკაში დასაქმებისა და ჩინეთში ექსპორტის მონაცემებმა განაპირობა. აშშ-ში ივლისში 528 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო სიახლე იყო. 

Businesspartner