მსოფლიო
26/04/2022

ნავთობის ფასი მცირდება - მიზეზი ჩინეთში გამოცხადებული ლოქდაუნია

ჩინეთში "ნულოვანი კოვიდის" სტრატეგიის საფუძველზე გამოცხადებული ლოქდაუნის გამო ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა.

ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა ორშაბათ დილას 6.7%-ით დაიკლო და $95.28 შეადგინა, ხოლო დღის ბოლოს 3.5%-იანი ვარდნით დახურა ბარელზე $98.54-ით. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი კი 4%-ით შემცირდა. 

CNN ამერიკული ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ანალიტიკოსის, მეტ სმიტის სიტყვებს ციტირებს, რომლის თანახმად, ნავთობზე მოთხოვნის შემცირება კორონა ვირუსის შემთხვევების მატების გამო ჩინეთში გამოცხადებულმა ლოქდაუნმა გამოიწვია. 

"ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი მომხმარებელია. როგორც ჩანს, კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ლოქდაუნის გამოცხადებას პროდუქტზე შემცირებული მოთხოვნა მოჰყვა",- ამბობს სმიტი. 

 

Businesspartner