მსოფლიო
20/03/2020

ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ მარაგები გაზარდა

ნედლი ნავთობის მარაგები მსოფლიოს მასშტაბით კოლოსალურად იზრდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1954 ათასი ბარელით გაიზარდა და 453 737 მლნ ბარელი შეადგინა .

„ჩვენ დღეს გვაქვს ასეთი სურათი, რომ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის პარალელურად, მოპოვება იზრდება, რაც თავისთავად ნავთობის მარაგების ზედმეტობას ქმნის. დღეს შეიძლება ითქვას რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მნიშვნელოვანი ნავთობსაცავი არის გადავსებული.“- განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, ნავთობის გაზრდილი მარაგები იმპორტდამოკიდებული ქვეყნებისთვის, საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობას აჩენს.

Businesspartner