მსოფლიო
24/06/2022

Nike რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს

Nike უკანასკნელი დასავლური ბრენდია, რომელმაც რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ამერიკულმა სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა ონლაინ შეკვეთები უკვე შეაჩერა და მაღაზიებიც დახურა. გადაწყვტილების მიზეზი სხვა საერთაშორისო კომპანიების მსგავსად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

Nike-ს 50-ზე მეტი მაღაზია აქვს რუსეთში, რომელთა დაახლოებით მესამედი უკვე დახურულია, თუმცა ადგილობრივი პარტნიორების მიერ მართული მაღაზიები განაგრძობდნენ ფუნქციონირებას.

ქსელურმა გიგანტმა Cisco-მ ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელორუსიაში ოპერირებას შეაჩერებს.

რუსეთი, ომის ფონზე, ეკონომიკურად სულ უფრო იზოლირებული ხდება, რადგან დასავლეთი და მოკავშირეები სანქციებს აწესებენ და კომპანიები ქვეყანას ტოვებენ.

Reuters-ის ცნობით, ქვეყანა ახლა მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელის მიხედვითაც უცხოური კომპანიები ყვეყნის დატოვების გამო „დაისჯებიან“, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს ჩამოართვას მათ აქტივები და დააწესოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

 

Businesspartner