ფოტო: PA MEDIA
მსოფლიო
02/07/2021

Nissan-ი £1 მლრდ-ის ინვესტიციით ელექტრომობილების წარმოებას აფართოებს

Nissan-ი დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამასთან, Nissan-ის პარტნიორი, Envision AESC, ელექტრო ბატარიის საწარმოს ააშენებს.

იაპონური ავტომწარმოებელი თავის ახალი თაობის, სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაში £1 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

„იმედი გვაქვს, რომ ახალი ქარხანა 2024 წლისთვის ამოქმედდება,“ – ნათქვმია კომპანიის განცხადებაში.

დიდი ბრტანეთის გარდა, წარმოების სხვა ადგილები ჯერ უცნობია.

ინფორმაციისთვის, 2030 წლიდან დიდ ბრიტანეთში ისეთი მანქანებისა და ფურგონების გაყიდვა, რომლებსაც მხოლოდ ბენზინი ან დიზელით შეუძლია მუშაობა, აიკრძალება.