მსოფლიო
16/02/2023

PrivatBank-ის ნაციონალიზაციის საქმეს უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა

უზენაესი სასამართლიოს დიდმა პალატამ, 15 თებერვალს, ალექსანდრა დუბილეტას მიერ შეტანილ საქმესთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2016 წელს ნაციონალიზირებული PrivatBank-ის ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნებას შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ RBC-Ukraine ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

"PrivatBank-ის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარის, დუბილეტას სარჩელის შესახებ საქმესთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ,უზენაესმა სასამართლომ PrivatBank-ისა და მინისტრთა კაბინეტის საკასაციო სარჩელი დააკმაყოფილა,“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიდმა პალატამ დაადასტურა უკრაინის კანონის №590-ІХ გაუსაჩივრების უფლების გარეშე კანონის სავალდებულოდ გამოყენება, რომელიც პირდაპირ კრძალავს ბაზარზე გამოტანილი ბანკის აქციების ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნებას.

უზენაესმა პალატამ ნაწილობრივ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომელმაც დუბილეტას საქმესთან დაკავშირებით წარმოება ჯერ კიდევ 2021 წელს დახურა. იმ კანონის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, ბანკის ყოფილი მონაწილეების დარღვეული უფლებების დაცვის  ერთადერთი საშუალება მიყენებული ზარალის ანაზღაურება ფულადი კომპენსაცია იყო.

როგორც ბანკის პრესსამსახურში აღნიშნეს, მოცემული საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 40-ზე მეტი მსგავსი საჩივრის შემდგომი განხილვა სწორედ მის შედეგზე იყო დამოკიდებული, რომელთა გამოც PrivatBank-ის ყოფილი მფლობელები და მათი სატელიტები ნაციონალიზაციის პროცესის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ PrivatBank-ის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელზე - ალექსანდრა დუბილეტაზე ძებნაა გამოცხადებული. ის ფინანსურ ინსტიტუტში თაღლითობის საქმეში ფიგურირებს, ბანკის ნაციონალიზაციამდე.

ცნობისთვის, პრივატბანკის ნაციონალიზაცია 2016 წლის დეკემბერში, ბანკის აქციების 100%-ის 1 გრინვად შეძენის გზით მოხდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 დეკემბრის მდგომარეობით, იგორ კოლომოისკი ბანკის აქციების 41,6572%-ს პირადად, დამატებით 16,5748% -ს კი ირიბად, შპს Triantal Investments-ის მეშვეობით ფლობდა.

გენადი ბოგოლიუბოვი კი პირდაპირ და ირიბად ბანკის აქციების 41,5769%-ს ფლობდა. ბანკის 2,7249%-იანი წილის მფლობელი კი გამგეობის ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსანდრ დუბილეტი იყო.

Businesspartner