მსოფლიო
18/01/2021

Project Hazel - ჭკვიანი ნიღაბი მიკროფონით

Project Hazel - ჭკვიანი ნიღაბი ჩამონტაჟებული მიკროფონით - გეიმინგ კომპანია Razer-მა ნიღბის პროტოტიპი ტექნოლოგიურ კონვენცია CES-ზე (Consumer Electronics Show) უკვე წარადგინა.

ნიღაბი დამზადებულია გამჭვირვალე პლასტმასისგან, რაც სახის მიმიკების დანახვის საშუალებას იძლევა.

ბაზარზე აქამდე უკვე შეთავაზებული გამჭვირვალე ნიღბებისგან განსხვავებით, Project Hazel-ს დაბალი განათების რეჟიმი აქვს, შესაბამისად ნიღბის შიდა ნაწილი სიბნელეში ავტომატურად ნათდება. ნიღბის დიზაინი აქტიურ ვენტილაციასაც მოიცავს.

კომპანიის განცხადებით, Project Hazel კლასიფიცირდება, როგორც ქირურგიული ნიღაბი N95. Razer- ის ინფორმაციით, სახეზე მორგებული სილიკონი კომფორტს ქმნის და ამასთან, ხელს უშლის ნიღაბს შეეხოს ან გაჩერდეს პირზე.

Businesspartner