მსოფლიო
09/03/2022

პუტინის პასუხი დასავლურ სანქციებს - რისი ექსპორტი აიკრძალება რუსეთიდან?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთიდან გარკვეული საქონლისა და ნედლეულის ექსპორტს აკრძალავს.

BBC წერს, რომ ბრძანებულების მიზანი "რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მრეწველობის შეუფერხებელი ფუნქციონირება". 

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, რუსმა ოფიციალურმა პირებმა 48 საათში უნდა გადაწყვიტონ რომელ ქვეყანაში რა ნედლეულისა და საქონლის ექსპორტი აიკრძალება. დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 

BBC-ის თანახმად, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, აშშ რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. 

Businesspartner