მსოფლიო
08/09/2020

რეგულაციები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის

კორონავირუსის პანდემიის და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ევროპის მასშტაბით, ბევრმა ქვეყანამ დაუშვა საერთაშორისო მიმოსვლა.

ევროკავშირმა, კორონავირუსის სიტუაციის საფუძველზე, ქვეყნების შერჩეული ჯგუფისთვის საგარეო საზღვრები გახსნა. სიის განახლება ორ კვირაში ერთხელ ხდება.

8 აგვისტოს მონაცემებით, ავსტრალიის, კანადის, საქართველოს, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაის და ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. აკრძალულ სიაში შედის აშშ, მონტენეგრო, მაროკო და სერბეთი.

ცვლილებების ტემპის გათვალისწინებით, Euronews-მა შეადგინა სახელმძღვანელო, სადაც წარმოდგენილია თითოეულ ევროპულ ქვეყანაში არსებული რეგულაციები.

გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს.

  • ალბანეთში კომერციული ფრენები 15 ივნისს განახლდა. ევროკავშირის ყველა მოქალაქეს ამ დროისთვის ალბანეთში შესვლის უფლება აქვთ. ყველა ტერმინალზე მგზავრებმა უნდა გაიარონ "სადეზინფექციო გვირაბი" და გაიზომონ ტემპერატურა.
  • შედარებით მკაცრი ზომებია მიღებული ავსტრიაში, სადაც ევროკავშირში შესვლა დაშვებულია შეზღუდვების გარეშე, გარდა შვედეთიდან, პორტუგალიიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩამომსვლელთათვის. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მგზავრმა, საკუთარი ხარჯებით გაიაროს 10 დღიანი კარანტინი ან წარადგინოს 72 საათით ადრე აღებული PCR ტესტი. ასევე, აკრძალულია მესამე ქვეყნიდან შემოსვლა.
  • საფრანგეთში, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მგზავრებს სთხოვენ ნებაყოფლობითი კარანტინის გავლას. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, 1-ელ ივლისს საფრანგეთმა 15 არაწევრი ქვეყნისთვის გახსნა საზღვრები.
  • გერმანიაში, ბულგარეთის და რუმინეთის რეგიონებიდან შემოსულმა მგზავრებმა უნდა გაიარონ კარანტინი ან გაიკეთონ ტესტი. იგივე ეხება ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩასულ მოგზაურებს, ესპანეთის რეგიონებიდან აგრეთვე აქ ჩამოთვლილი ყველა სხვა "მაღალი რისკის" ქვეყნებიდან, რომლებიც მოიცავს ლუქსემბურგს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს. გერმანიამ შესთავაზა კორონავირუსის ტესტის საფასურის გადახდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიან პირველი რისკის მქონე რეგიონებიდან.
  • იტალიაში საზღვრები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შენგენის ზონის, ანდორას, ვატიკანის, სან მარინოსა და მონაკოს მოქალაქეებისთვის 3 ივნისს გაიხსნა. ყველა იტალიელმა მოგზაურმა უნდა შეავსოს სამგზავრო ფორმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ – გვერდზე, სადაც ასევე მოცემულია განახლებები იტალიისთვის მოგზაურობის შეზღუდვების შესახებ. იტალიის ყველა სამგზავრო საკრუიზო გემმა საქმიანობა შეაჩერა.
  • პოლონეთის საზღვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის 13 ივნისს, საკარანტინო პირობების გარეშე გაიხსნა.
  • პორტუგალიაში დაშვებულია ევროკავშირის ქვეყნების, შენგენის ზონის მოქალაქეების, ასევე ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიური ენის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან, ვენესუელადან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფრენები. სასაზღვრო კონტროლი ძალაშია 16 მარტიდან. ამჟამად არ არსებობს მოთხოვნა ჩამოსვლისთვის კარანტინის გასავლელად, გარდა აზორას და მადერიას კუნძულისა. ესპანეთთან საზღვარი 1 ივლისს გაიხსნა.
  • რუსეთი განაახლებს ფრენებს იმ ქვეყნებში, სადაც საშუალო სიხშირე100,000 მოსახლეზე, 40 000-ზე დაბალია. რუსეთმა შეადგინა 13 ქვეყნის სია, რომელთანაც შეეძლება ფრენების განახლება: გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, გერმანია, დანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ფინეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, მონღოლეთი და შრი-ლანკა.

 

ფოტო: euronews.com

Businesspartner

მთავარი სიახლეები